ფინეთი რუსეთისგან თავის დასაცავად ემზადება – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ში წერს.
“მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკის გადატანა აღმოსავლეთ საზღვარზე (ორკოსტანთან). სამხედროების მოძრაობა შენიშნეს ქალაქ ტემპერაში. რკინიგზის პლატფორმებზე რამდენიმე ათეული ტანკი “ლეოპარდი”, ქვეითი ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობაა”, – წერს გერაშენკო.