მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად მისი ოჯახი ბრძოლას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც განაგრძობს. მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ჩალაძესთან ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში მართავს შეხვედრებს.
მათი ინფორმაციით, დასავლელი პარტნიორები მესამე პრეზიდენტის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დეტალურად არიან ინფორმირებული და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ მოკავშირეების მხრიდან უახლოეს მომავალში მძიმე ნაბიჯები იქნება გადადგმული.
“ბორინკა, პრივეტ დარაგოი” – აი ეს უნდა გადავცეთ ჩვენ ივანიშვილს სტრასბურგიდან. შეხვედრები იყო ძალიან წარმატებული როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროსაბჭოში. შევხვდით როგორც ევროპარლამენტარებს, ასევე ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელებს. წამების კომიტეტის ხელმძღვანელი პირადად არის საქმის კურსში. არაერთმა ევროპარლამენტარმა ახსენა მაგნეტსკის სია ბორია ივანიშვილთან მიმართებაში. ასე რომ, გაემზადოს ქართული ოცნება არასასიამოვნო სიურპრიზებისათვის. რუსი ოლიგარქი საქართველოში მიიღებს დამსახურებულ საჩუქარს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.