დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გასული დღის განმავლობაში 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე თქმით, დაღუპულთა შორის 10 ადამიანი ქალაქ ავდიიკაში, კოქსის ქარხანაზე თავდასხმისას დაიღუპა.
„3 მაისს რუსებმა დონეცკის ოლქში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 27 დაჭრეს. ეს არის ყველაზე მეტი მსხვერპლი ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს. დაღუპულთა შორის არის 10 მშვიდობიანი მოქალაქე ავდიივკაში, 5 ლიმანში, 4 ვუჰლედარში, 1 ველიკა ნოვოსილკაში და 1 შანდრიჰოლოვოში,“- წერს პავლო კირილენკო.