ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. გაფიცულებს ამჯერად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. მათ ტექნიკური უნივერსიტეტიდან წერეთლის უნივერსიტეტამდე მსვლელობა მოაწყვეს. სტუდენტების თქმით, მათი არჩევანია ევროპა და არ სურთ, მათი არჩევანი რამემ შეაფერხოს.
ახალგაზრდების განცხადებით, სადავო კანონპროექტს ქვეყანა არა ევროპისკენ, არამედ რუსეთში მიჰყავს, ამიტომ მოითხოვენ მის გაწვევას.
გაფიცული სტუდენტების თქმით, აუდიტორიებში არ შევლენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება. სტუდენტები მოგვიანებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და მერიისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.