ო’ბრაიენმა “გლობალური ომის პარტიის” შესახებ ქართული ოცნების კონსპირაციებზეც ისაუბრა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა  ჯეიმს ო’ბრაიენმა ქართული ოცნების მხრიდან არაერთხელ ნახსენებ “გლობალურ ომის პარტიაზეც” გააკეთა კომენტარი.

ო’ბრაიენმა ამ კონტექსტში კონსპირაციული თეორიები ახსენა და თქვა, რომ “ეს არის არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების საქართველოს მიმართ”.

“კანონთან დაკავშირებული საკითხები არის ერთი მიმართულება, უფრო ფართო საუბრები მიდის ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან, რომელიც ეხება გლობალური ომის პარტიას და კონსპირაციულ თეორიებს, რომ თითქოს არსებობს გლობალური პარტია და საქართველომ ამ გლობალური ომის პარტიის ზრახვებს ზურგი უნდა აქციოს, ასევე, თითქოს არსებობს დასავლეთის შეთქმულება იმ მიზნით, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოაშოროს, მიუხედავად 12-წლიანი თანამშრომლობისა. ჩემი აზრით, ეს არის არარეალური, არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების საქართველოს მიმართ”- თქვა ო’ბრაიენმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share