“შეილახა სერიოზულად ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს.
ასეთი არასერიოზული ნაბიჯები კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ, სანქციიის დამწესებელს, ხალხი ყველაფერს ხედავს ჩვენ არ გვინდა, ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია დაზიანდეს.
ჩვენი მოწოდებაა აშშ-ს მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე. ეს, პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ასეთ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა, ამიტომ, კიდევ ერთხელ პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას” – ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე შესაძლო სანქციების შესახებ ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებაზე და იქვე აღნიშნავს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან 2.5-საათიან შეხვედრაზე სანქციები ნახსენები არ ყოფილა