არ მინდა, რომ ამ ახალგაზრდების, ამ ბედნიერების მოლოდინის ახალგაზრდების ენერგია იყოს ცუდად გამოყენებული და მერე მათ ისევ მოუწიოთ ქუჩებში გასვლა თავისუფლების აღდგენის გამო. ასე ბევრჯერ მომხდარა, ამიტომ არჩევნები ამ ყველაფერს არეგულირებს. არჩევნებით გადაწყდეს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, – ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ბიზნესმენმა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
„სუვერენიტეტი არის თავისუფლება. თავისუფლება უდრის თავისუფალი არჩევანის უფლებას. ყველას ვთხოვ, რომ არ დავკარგოთ თავისუფალი არჩევანის უფლება. ის დეკლარაცია იქნება თუ რაც იქნება, წელიწადში ერთხელ, ყველამ შეავსოს, ოღონდ არ დაიკარგოს თავისუფალი არჩევანის უფლება. არ მინდა, რომ ამ ახალგაზრდების, ამ ბედნიერების მოლოდინის ახალგაზრდების ენერგია იყოს ცუდად გამოყენებული და მერე მათ ისევ მოუწიოთ ქუჩებში გასვლა თავისუფლების აღდგენის გამო. ასე ბევრჯერ მომხდარა, ამიტომ არჩევნები ამ ყველაფერს არეგულირებს. არჩევნებით გადაწყდეს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. თუ მშვიდობის პოლიტიკა არ მოგწონს, შენი ამბავია, რომ აირჩიო ომის პოლიტიკა, მაგრამ მე ამის თანამონაწილეს ნუ გამხდი, თან ძალით, ქუჩიდან. იმიტომ რომ შუაში არაფერი არსებობს: არის მშვიდობის პოლიტიკა და არის ესკალაციის, რადიკალიზმის, ომის პოლიტიკა. ამიტომ მშვიდობის პოლიტიკა ნიშნავს, რომ ჩვენ გვეკუთვნოდეს ჩვენი თავი, ჩვენ მოუაროთ საკუთარ თავს. არ არსებობს, რომ სულ დასავლეთის ყველა ინტერესი დაემთხვას საქართველოს მოქალაქეების და ამომრჩევლის ინტერესებს. მათ აქვთ საკუთარი გლობალური ინტერესები, იმპერიები ებრძვიან ერთმანეთს, ზოგი ქრება და ზოგი ჩნდება, მაგრამ არ შეიძლება, ამ ბრძოლაში პატარა სახელმწიფოები იყოს ჩათრეული, ჩაყოლილი და განადგურებული“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.