“იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონი ამოქმედდება, ევროკავშირი შეაჩერებს გაწევრიანების პროცესს” – ამის შესახებ Financial Times ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
FT-ის მიხედვით, ამ საკითხზე მათთან ევროკავშირის სამმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა.
“ჩვენ ძალიან გარკვევით ვთქვით, ეს შეაჩერებს პროცესს, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, თუ რა დევს ფსონზე”. – ამბობს ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ასევე განმარტა, რომ თუ კანონი ძალაში შევა, კომისი არ გასცემს საქართველოსთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას.
ამასთან ერთად, 16 მაისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ მორიგ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს ევროკომისიას, გადაიხედოს ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობები.