ჟან-ნოელ ბარო: საფრანგეთი გმობს კანონს, რომელიც NGO-ების და მედიის დისკრედიტაციას ემსახურება

გუშინ ღამით, ისევე როგორც გასული კვირების განმავლობაში, ქართველი ხალხი დადგა თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, გაბედულად დადგნენ ძალადობისა და მილიციის წინააღმდეგ, იქნევდნენ ევროპის დროშას, მღეროდნენ სიხარულის ოდას. თქვენ მართალი ბრძანდებით ბატონო სენატორო, ჩვენ ვერ წავუყრუებთ ამ ხალხის სიმღერას, ხალხის, რომელიც ოცნებობს დემოკრატიის ისეთ ფორმაზე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ევროპაში. რადგან იმ დროს, როდესაც ევროპას ასე ძალიან აკრიტიკებენ და ამცირებენ ყველა სახის პოპულისტები და ნაციონალისტები, ეს სიმღერა, რომელიც გუშინ ღამით საქართველოში გაჟღერდა, გვახსენებს, რომ ევროპა არის თავისუფლება, ევროპა არის დემოკრატია, ევროპა არის ამდენი ერის იმედი მსოფლიოში. ასე რომ დიახ, მე მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ საფრანგეთს ესმის, ევროპას ესმის და ევროპა გამოხატავს ამ ადამიანთა ნებას – იცხოვრონ თავისუფლებაში.

და მე ვიცი ბატონო სენატორო რომ პრეზიდენტ რაპინთან და სენატორთა დელეგაციასთან ერთად, ეს გზავნილი გადაეცით საქართველოს.

დიახ, საფრანგეთი გმობს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას. საფრანგეთი გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვან მშვიდობიანი პროტესტის უფლება და თავისუფალი მედია. დიახ, საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, იმ ერთადერთ გზაზე, რომლისკენაც მათი ხალხი ისწრაფვის, რადგან აქ ყველამ იცის, არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე იდეა, რომლის დროც მოვიდა.

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share