ვენაში მცხოვრებმა ქართველებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსული კანონის მიღება და საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული გეზი.
აქციაზე ქართველების გარდა იმყოფებოდნენ მათი უცხოელი მეგობრები და ასევე, ავსტრიაში არსებული, ევროკავშირის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.