“ბიძინა ნომერ პირველი იდიოტია” – ამის შესახებ განცხადება პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “საჯარო პოლიტიკის” ეთერში გააკეთა.
სანიკიძემ ქართველ ოლიგარქს “მთავარანგელოზი” უწოდა და ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების უკან ძალაუფლების დაკარგვის შიში ამოიკითხა.
“ვაი თქვენს პატრონს, ქოცებო. ხელმოცარული ფილოსოფოსების ჭკუაზე ხართ გადასული” – ამბობს სანიკიძე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ერთი იდეის გარშემო კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.
ბიძინა ნომერ პირველი იდიოტია. ამ ვეტოს დაძლევენ და საბოლოოდ გამოიღადრავენ ყელს თვითონ. ჩვენ ვხედავთ კოლექტიურ თვითმკვლელობას. ისინი არიან სექტანტები. სექტის სრული ნიშან-თვისებები აქვთ. თქვენ ამბობთ, რომ მთელი მსოფლიოს ბოროტი ძალები შეიკრიბა მთავარანგელოზი ბიძინას წინააღმდეგ და ვერ ამარცხებენ, ვაი თქვენს პატრონს, ქოცებო. ხართ გადასული ხელმოცარული ფილოსოფოსების ჭკუაზე. ისინი გიყვებიან რაღაცებს და ღამე არ გძინავთ შიშისგან”, – ამბობს სანიკიძე.