კრემლმა იცის, რომ ევროკავშირი ამ კანონით არ მიიღებს საქართველოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რომ ჰკითხო მდინარაძეს, მიქანაძეს, ოხანაშვილს და კობახიძეს, მთელი მსოფლიო ამხედრდა მათ წინააღმდეგ – არავინ კითხვა არ იცის, კანონებში ვერ ერკვევა, მხოლოდ ეს ადამიანები არიან, ეს ხომ ცინიზმია.
ამ კანონით კრემლმა იცის, რომ ევროკავშირი ამ კანონით არ მიიღებს საქართველოს.
საქართველოს აქვს დღეს ისტორიული შანსი, რომ ევროკავშირის წევრობით მიაღწიოს რას – რომ არათუ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები, რეგიონში მთავარი დამსაქმებელი იქნება საქართველო,“ – ამბობს ხაბეიშვილი.