“ოცნებამ” პოლიტიკური წმენდა დაიწყო-თალაკვაძის რჩეული რესურსცენტრის დირექტორად

“გურიის მოამბის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით “ოცნებამ” მისთვის ყველაზე არასასურველი კანდიდატი ლელა იმედაშვილი, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატ თალაკვაძის რჩეული კადრით-ლალი სიჭინავათი ჩაანაცვლა.

ეს უკანასკნელი ამ დრომდე ოზურგეთის მერიაში კულტურისა და სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობდა და პოლიტიკური დავალებების უსიტყვო შემსრულებლის სტატუსიც ქონდა.

რასაც ვერ ვიტყვით ლელა იმედაშვილზე, რომელიც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს წლების განმავლობაში ხე;მძღვანელობდა და სისტემაში დიდი გავლენით სარგებლობდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იმედაშვილის სიჭინავათი ჩანაცვლების საკითხი რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის კაბინეტში გადაწყდა,

სწორედ თალაკვაძიოსა და მისი მოადგილის, ნათია გოლიაძის კატეგორიული გზავნილი იყო განათლების სამინისტროში, რომ ლელა იმედაშვილი ჩახსნილიყო, რადგან ის საეჭვო იყო, პარტიას კი ერთგული პოლიტიკური მესიჯების გამტარებელი ჭირდება.

იმედაშვილის შავ სიაში მოხვედრის ერთ ერთი მიზეზი 29 აპრილის სამთავრობო აქცია იყო, როცა ამ უკანასკნელმა სკოლების დირექტორებს არ მისცა დავალება აქციაზე ორგანიზებულად წასულიყვნენ.

მომხდარზე კომენტარს არც იმედაშცილი და არც სიჭინავა არ აკეთებენ,

დანიშვნები სამინისტროს ვებ გვერდზე ხვალ გამოქვეყნდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share