თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სა კა­რა­ბუ-უცნაური გოგოს ისტორია

1817 წლის 3 აპ­რილს ბრის­ტო­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე პა­ტა­რა და მა­ნამ­დე თით­ქ­მის არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ სო­ფელ ალ­მონ­ს­ბე­რი­ში საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თით­ქოს ცი­დან ჩა­მო­ვარ­დაო, სო­ფელ­ში გა­მოჩ­ნ­და გო­გო­ნა, რო­მელ­საც უბ­რა­ლო შა­ვი კა­ბა ეც­ვა, თავ­ზე შა­ვი შა­ლის ჩალ­მა ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. უც­ნა­ურ გო­გო­ნას მთე­ლი თა­ვი­სი ბარ­გი-ბარ­ხა­ნა ერთ პა­ტა­რა ფუ­თა­ში ჰქონ­და გა­მოკ­რუ­ლი და იმ­დე­ნად ქან­ც­გაწყ­ვე­ტი­ლი ჩან­და, თით­ქოს ამ მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ­ში მოხ­ვედ­რამ­დე ქვეყ­ნი­ე­რე­ბა ჰქო­ნო­და შე­მოვ­ლი­ლი.

სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა იფიქ­რეს, რომ გო­გო­ნა უცხო­ე­ლი იყო და საგ­რა­ფოს მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თ­ლე სე­მუ­ელ უორალს მი­უყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც ბერ­ძე­ნი მსა­ხუ­რი ჰყავ­და.

მაგ­რამ ვერც მო­სა­მარ­თ­ლემ და ვერც მის­მა მსა­ხურ­მა გო­გო­ნას ვე­რა­ფე­რი გა­ა­გე­ბი­ნეს. სა­მა­გი­ე­როდ, ჯი­ბე­ში ყალ­ბი მო­ნე­ტა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რაც მას სას­ჯე­ლად ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბას უქად­და. ასე რომ, მო­სა­მარ­თ­ლეს ბევ­რი აღარ უფიქ­რია და, საქ­მის გა­სარ­კ­ვე­ვად, გო­გო­ნას ბრის­ტოლ­ში გაგ­ზავ­ნა გა­დაწყ­ვი­ტა. მაგ­რამ თა­ვად გო­გო­ნა იმ­დე­ნად დაბ­ნე­უ­ლი ჩან­და იმ ყვე­ლაფ­რით, რაც მის გარ­შე­მო ხდე­ბო­და და ისე სა­ცო­და­ვად და, რაც მთა­ვა­რია, ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რომ თვით სიმ­კაც­რით გა­მორ­ჩე­ულ მო­სა­მარ­თ­ლე­საც კი მო­ულ­ბო გუ­ლი და მა­ნაც ერ­თი ღა­მით სოფ­ლის სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩე­ნის ნე­ბა მის­ცა.

სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბულ­მა უც­ნა­ურ­მა სტუ­მარ­მა კე­დელ­ზე გა­მო­ფე­ნილ ერთ-ერთ ნა­ხატ­ზე ანა­ნასს მოჰ­კ­რა თვა­ლი და მის­კენ ხე­ლი სი­ხა­რუ­ლით გა­იშ­ვი­რა, მე­რე კი და­სა­ძი­ნებ­ლად იატაკ­ზე დაწ­ვა. გო­გო­ნას საქ­ცი­ე­ლით გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ გა­ი­ფიქ­რა, რომ მი­სი სამ­შობ­ლო `სადღაც სამ­ხ­რეთ­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მე­ტის გარ­კ­ვე­ვა ვე­ღარ მო­ას­წ­რო, რად­გა­ნაც მე­ო­რე დი­ლით სას­ტუმ­რო­ში მო­სა­მარ­თ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­მო­ძა­ლე­ბუ­ლი მე­უღ­ლე გა­მოცხად­და და სტუ­მა­რი თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა. მო­სა­მარ­თ­ლის სახ­ლ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნას ყუ­რადღე­ბა უკ­ვე ჩი­ნურ­მა გრა­ვი­უ­რებ­მა და სტა­ტუ­ე­ტებ­მა მი­იქ­ცია და, მა­თი ნახ­ვით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა, რა­ღა­ცის სხა­პას­ხუ­პით მო­ყო­ლა და­იწყო. თუმ­ცა­ღა, მო­სა­მარ­თ­ლის მე­უღ­ლე მხო­ლოდ იმას თუ მიხ­ვ­და, რომ უც­ნა­ურ გო­გო­ნას ასე­ვე უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი `კა­რა­ბუ~ ერ­ქ­ვა და, ამით კი­დევ უფ­რო და­ინ­ტ­რი­გე­ბუ­ლი, შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ქმარს მა­ნამ ეხ­ვე­წა და ემუ­და­რა, სა­ნამ ბრის­ტოლ­ში გაგ­ზავ­ნის ნაც­ვ­ლად, სტუ­მა­რი თა­ვი­ანთ სახ­ლ­ში არ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

ამის შემ­დეგ უორა­ლე­ბის სახ­ლ­ში თით­ქ­მის ყო­ველ­დღე მი­დი­ოდ­ნენ მრა­ვალ­ქ­ვე­ყა­ნა­ნა­ნა­ხი და ათას ქარ­ცეცხ­ლ­ში გა­მოვ­ლი­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბი თუ უბ­რა­ლოდ უცხო ენე­ბის კარ­გად მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ გო­გო­ნას­თან სა­უბ­რის გაბ­მა და მი­სი წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლის გარ­კ­ვე­ვა მა­თაც ვე­რაფ­რით შეძ­ლეს. ის-ის იყო, ყვე­ლას ხე­ლი უნ­და ჩა­ექ­ნია, რომ ისევ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ალ­მონ­ს­ბე­რი­ში გა­მოჩ­ნ­და ვი­ღაც პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მეზღ­ვა­უ­რი, რო­მელ­მაც კა­რა­ბუს ნახ­ვის შემ­დეგ გა­ნაცხა­და, გო­გო­ნას ლა­პა­რა­კი მშვე­ნივ­რად მეს­მის და ის ვინ­მე უსახ­ლ­კა­რო მო­ხე­ტი­ა­ლე კი არა, ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ იავა­სუს პრინ­ცე­საა, რო­მე­ლიც მის გამ­ტა­ცე­ბელ მე­კობ­რე­ებს ხე­ლი­დან სას­წა­უ­ლებ­რი­ვად და­უს­ხ­ლ­ტაო.


შემ­დ­გო­მი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­ტერ და მი­სის უორა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მათ სახ­ლ­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი პრინ­ცე­სის სა­ნა­ხა­ვად მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბით­ღა იყ­ვ­ნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლებ­ზე არც ერთ მათ­განს არა­ფე­რი სმე­ნო­და, უცხო­ტო­მე­ლი პრინ­ცე­სას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი მა­ინც ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლად და ამაღ­ლე­ბუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. თა­ნაც, მთლად გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი არც თა­ვად პრინ­ცე­სა იჯ­და და სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად უწყობ­და ხელს. ამ მიზ­ნით, ჯერ იყო და უორა­ლე­ბის პი­რად მკე­რავს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თ­ვის მე­ტის­მე­ტად უცხო და ეგ­ზო­ტი­კუ­რი სა­მო­სი შე­ა­კერ­ვი­ნა, მე­რე კი ტბა­ში შიშ­ვ­ლად ბა­ნა­ო­ბა, ფა­რი­კა­ო­ბა და ძალ­ზე უც­ნა­უ­რი ცეკ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც და­იწყო. ერ­თი სიტყ­ვით, პრინ­ცე­სა კა­რა­ბუს ამ­ბა­ვი სულ უფ­რო და უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვი და და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბით ივ­სე­ბო­და. კვი­რა­ში ერ­თხელ პრი­ცე­სა ლონ­დონ­ში ჩაჰ­ყავ­დათ, სა­დაც მხატ­ვ­რე­ბი მის პორ­ტ­რე­ტებს ხა­ტავ­დ­ნენ, გა­ზე­თებ­ში კი იდუ­მალ კა­რა­ბუ­ზე სულ ახალ-ახა­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ჩნდე­ბო­და.

მაგ­რამ ეს ცხოვ­რე­ბა ხომ დიდ­ხანს არა­ვის გა­ა­ხა­რებს და ერ­თხე­ლაც პრის­ტო­ლის ერთ-ერ­თ­მა მცხოვ­რებ­მა, ვინ­მე მი­სის ნილ­მა ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნალ­ში პრინ­ცე­სა კა­რა­ბუს ამ­ბა­ვი ამო­ი­კითხა და მა­შინ­ვე მიხ­ვ­და, ვის­ზეც იყო სა­უ­ბა­რი. თურ­მე, ნუ იტყ­ვით და არ­ც­თუ დი­დი ხნის წინ კა­რა­ბუ მის სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და, მის­სა­ვე ქა­ლიშ­ვილს მსა­ხუ­რად ედ­გა და, დრო­დად­რო, დე­და-შვილს თა­ვი­სი გა­მო­გო­ნი­ლი და ბო­შუ­რი სიტყ­ვე­ბის ნა­ზა­ვით შექ­მ­ნილ ენა­ზე ლა­პა­რა­კი­თაც არ­თობ­და. რო­გორც ჩანს, გო­გო­ნამ ეგ­ზო­ტი­კუ­რი პრინ­ცე­სო­ბაც ნი­ლებ­თან ყოფნისას გა­დაწყ­ვი­ტა, რად­გან მა­თი სახ­ლი­დან უკ­ვე თავ­ზე `ჩალ­მა­შე­მოხ­ვე­უ­ლი~ წა­ვი­და. მი­სის ნილ­მა უორა­ლებს მა­შინ­ვე შე­ატყო­ბი­ნა, რომ მათ­თან გან­ცხ­რო­მით მცხოვ­რე­ბი პრინ­ცე­სა კა­რა­ბუ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მე­წა­ღის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ვინ­მე მე­რი ბე­ი­კე­რი (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­ში უილ­კოკ­სი) იყო.

თვით­მარ­ქ­ვია უმალ იც­ნო ერ­თ­მა ბრის­ტო­ლელ­მა ყმაწ­ვილ­მაც, რო­მელ­თა­ნაც გო­გო­ნამ სა­კუ­თარ გარ­და­სახ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე ივახ­შ­მა და, თან, ბიფ­შ­ტექსს რო­მიც გემ­რი­ე­ლად და­ა­ყო­ლა. არა­და, პრინ­ცე­სა კა­რა­ბუ ხორცს და სპირ­ტი­ან სას­მელს პირ­საც არ აკა­რებ­და. გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბულ­მა მე­რი ბე­ი­კერ­მა თა­ვის გა­მარ­თ­ლე­ბა იმით­ღა სცა­და, რომ ინ­დო­ეთ­ში ვცხოვ­რობ­დი და იქა­უ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი მაქვს გად­მო­ღე­ბუ­ლიო, მაგ­რამ მი­სი მო­რი­გი სიც­რუე ამ­ჯე­რად უკ­ვე ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­და.

ამ ამ­ბით მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი შო­კის შემ­დეგ გონ­ს­მო­სუ­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სა ახ­ლა უკ­ვე თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სას შე­სა­ხებ შეთხ­ზუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით აჭ­რელ­და, რომ­ლებ­შიც, გა­ოგ­ნე­ბას­თან ერ­თად, აღ­ტა­ცე­ბაც უწინ­დე­ბუ­რად გა­მოს­ჭ­ვი­ო­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იმა­საც კი და­უ­ფა­რა­ვი აღ­ფ­თო­ვა­ნე­ბით ჰყვე­ბოდ­ნენ, უბ­რა­ლო ოჯა­ხი­დან გა­მო­სულ­მა გო­გო­ნამ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რო­გორ მო­ატყუა და ამ გზით ამ ფე­ნის­თ­ვის ჩვე­უ­ლი უსა­ფუძ­ვ­ლო ქედ­მაღ­ლო­ბა ბო­ლომ­დე გა­ა­შიშ­ვ­ლა. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სა ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კულ­ტო პერ­სო­ნა­ჟად უკ­ვე მე­ო­რედ იქ­ცა, რა­საც იმა­ნაც დი­დად შე­უწყო ხე­ლი, რომ იმ დროს ძვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სე­ბი უკ­ვე ყვე­ლას თვალ­წინ ირ­ღ­ვე­ო­და და ნა­პო­ლე­ო­ნის ან­და რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ბა­ი­რო­ნი­სა თუ შე­ლის იდე­ე­ბი სულ უფ­რო და უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნის გულ­ში პო­უ­ლობ­და გა­მო­ძა­ხილს. ამ პი­რო­ბებ­ში კი უბ­რა­ლო მე­წა­ღის შვილს, ავან­ტი­უ­რისტ მე­რი ბე­ი­კერ­საც შე­ეძ­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გმი­რის რო­ლის მორ­გე­ბა და მო­ირ­გო კი­დეც.

ბო­ლომ­დე მა­ინც აუხ­ს­ნე­ლი დარ­ჩა, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა გა­უ­ნათ­ლე­ბელ­მა სოფ­ლელ­მა გო­გო­ნამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მოტყუ­ე­ბა, რო­მელ­თა შო­რის გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბიც კი იყ­ვ­ნენ. დღემ­დე ასე­ვე უც­ნო­ბია, თუ ვინ იყო ის იდუ­მა­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მეზღ­ვა­უ­რი, ვინც თვით­მარ­ქ­ვია პრინ­ცე­სას მო­ნა­ყო­ლის გა­გე­ბა შეძ­ლო. და რად­გა­ნაც არც იმის რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, რომ გო­გო­ნა და მეზღ­ვა­უ­რი ერ­თ­მა­ნეთს იც­ნობ­დ­ნენ და, შე­სა­ბა­მი­სად, პი­რი ჰქონ­დათ შეკ­რუ­ლი, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მეზღ­ვა­უ­რიც მე­რი ბე­ი­კე­რი­ვით და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი დი­დე­ბის მა­ძე­ბა­რი თვით­მარ­ქ­ვია იყო.

მე­რი ბე­ი­კე­რის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სი რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია დღემ­დე ბუნ­დო­ვა­ნი დარ­ჩა, რად­გან თა­ვის თავ­ზე სა­უბ­რი­სას ყო­ველ­თ­ვის სულ ახალ-ახალ ამ­ბავს იგო­ნებ­და. ცნო­ბი­ლია, რომ მე­რი 1791 წელს, დე­ვო­ნის საგ­რა­ფო­ში და­ი­ბა­და. მი­სი მშობ­ლე­ბი უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და გო­გო­ნაც თა­ვის რჩე­ნას მო­სამ­სა­ხუ­რე­ო­ბით ცდი­ლობ­და, თუმ­ცა­ღა დიდ­ხანს არ­სად ჩერ­დე­ბო­და. ექ­ს­ცენ­ტ­რი­კუ­ლი მე­რი იმ­დე­ნად თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი ფან­ტა­ზი­ო­რიც გახ­ლ­დათ, რომ მის მი­ერ მო­ნათხ­რობ ამ­ბებ­ში სი­მარ­თ­ლი­სა და სიც­რუ­ის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მა­გა­ლი­თად, ჰყვე­ბო­და, რომ ლონ­დო­ნი­დან დე­ვონ­შირ­ში მა­მა­კა­ცის ტან­საც­მელ­ში გა­დაც­მუ­ლი მივ­დი­ო­დი, გზა­ში მძარ­ც­ვე­ლე­ბი დამ­ხ­ვ­დ­ნენ და შე­მიპყ­რეს, მაგ­რამ ხელ­ში ქა­ლი რომ შერ­ჩათ, მა­შინ­ვე გა­მო­მიშ­ვე­სო. გოგონა ასე­ვე ჯი­უ­ტად ირ­წ­მუ­ნე­ბო­და, რომ ბე­ი­კე­რი იმ მა­მა­კა­ცის გვა­რია, რო­მელ­მაც მარ­თა­ლია, ცო­ლად სიყ­ვა­რუ­ლით შე­მირ­თო, მაგ­რამ მე­რე მა­ინც მი­მა­ტო­ვა და საზღ­ვარ­გა­რეთ სა­შო­ვარ­ზე წა­ვი­დაო.
www.allnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share