“მახსოვს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო ნაციონალებიდან, წინასაარჩევნო პერიოდში, სკოლაში რომ შევედით, მე და ზვიად კვაჭანტირაძე, ის ქალბატონი ჯოხით და ჩხუბით გამოგვეკიდა” იგონებს სოციალურ ქსელ ფეისბუკში 2012 წლის ამბავს, “ქართული ოცნების” მაშინდელი აქტივისტი, ნუგზარ გიორგაძე.
“და ეს რომ გაუშვეს, ვინ მოიყვანეს? 2012 წელს, როდესაც ახლადდანიშნული ქალბატონი, ერთ-ერთ სოფელში, სკოლის დირექტორი და როგორც მახსოვს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო ნაციონალებიდან, წინასაარჩევნო პერიოდში, სკოლაში რომ შევედით, მე და ზვიად კვაჭანტირაძე, ის ქალბატონი ჯოხით და ჩხუბით გამოგვეკიდა, დამთავრდება არჩევნები და მე თქვენ განახებთ სეირსო. ასეთმა საკადრო გადაწყვეტილებებმა, ჩაგვაგდო ამ დღეში, რადგან ყოფილი ნაცი, არ არსებობს!” წერს გიორგაძე.
ცნობისათვის, ლალი სიჭინავა მიმდინარე კვირის დასაწყისში, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსად დაინიშნა.