”მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რეალურად არავის ეცინება – ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ ასე თავი მოგვაჩვენონ. მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, ამერიკა კიდევ უფრო შორს წავა, შეუძლია გაყინოს აქტივები და დამერწმუნეთ, რომ აღარავის გაეღიმება, როცა ისინი გახდებიან სუბიექტი ამერიკის ხაზინის სანქციებისა და მათი აქტივები გაიყინება მთელ მსოფლიოში” –
განაცხადა ბაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა გადაცემაში გლობალური პოლიტიკა.
*სახელმწიფო დეპარტამენტი გამჭვირვალობის კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციები დაუწესა.
სანქციების დაწესების შემდეგ ქართული ოცნების ლიდერებმა აშშ-ის ამ ქმედებას “ღიმილისმომგვრელი“, “უსამართლო” და “არასერიოზული” უწოდეს.