”ძალიან გულდასაწყვეტი სიტუაციაა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და თქვენც საქართველოში არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რუსეთმა დაიპყრო თქვენი ქვეყანა 2008 წელს და წაგართვათ სუვერენული ტერიტორიის ნაწილი. ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ, იცავდნენ თქვენ ქვეყანას და ამჟამად ვიმყოფებით ძალიან უცნაურ სიტუაციაში, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად დამპყრობლის მხარი დაიჭირა, იმ ქვეყნის [მხარე], რომელმაც რაღაც საშინელებები ჩაიდინა თქვენს ტერიტორიაზე. გარედან ყველაფერი აუხსნელი და წარმოუდგენელია, რაც საქართველოში ხდება და ასეთი გადაწყვეტილება როგორ შეეძლო მიეღო საქართველოს ხელისუფლებას?!” –
განაცხადა მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა გადაცემაში გლობალური პოლიტიკა.