სუს-ის უფროსი გლობალური ომის პარტიაზე: ინტერპრეტაციების საკითხია, პოლიტიკოსებს ჰკითხეთ

”გლობალური ომის პარტიის ხსენება ჩვენს გამოსვლაში არ ყოფილა, პოლიტიკურ ინტერპრეტაციებში, მე ამოვწურე ეს საკითხი, არ შევალ.

ეს არის ინტერპრეტაციების საკითხი. ფიზიკურად პარტია რეგისტრირებული შეიძლება არსად არ იყოს და პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე გლობალური ომის პარტია, ეს ტერმინი ჩამოყალიბდა ალბათ, პოლიტიკოსებს უნდა ჰკითხოთ, თუმცა, ჩემი აზრით, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ერთად ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას და ჩვენ სცენაზე ვიხილეთ როგორც შარშან, ისე წელს, ასეთი დამაზიანებელი განცხადებები.”

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი “გლობალური ომის პარტიაზე”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share