თეატრი “სახელოსნო 42” სპექტაკლ “1921-1924” პრემიერის მოლოდინში – პიესა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელის ბოლო დღეების ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება, თეატრში სულ მალე დაიდგმება. მისი რეჟისორი ლევან (ჭოლა) წულაძეა.
ლევან წულაძე ამბობს, რომ სპექტაკლი აცოცხლებს მისი ბავშობის მოგონებებს, იმ ისტორიებს, რომელიც მას როგორც ბებია-ბაბუისგან ისე თბილისში, ბევრ ოჯახში აქვს მოსმენილი.
ეს არის არა ისტორიული, არამედ ადამიანური დრამა – ამბობს რეჟისორი და ხაზსგასმით აცხადებს, რომ იმ თაობის ბრძოლა 100 წლის შემდეგ ახლანდელმა თაობამ უნდა დაასრულოს.
”სპექტაკლი 1921-1924 წლამდე მიმდინარე მოვლენებზეა. ეს არის არამარტო ჩემი ოჯახის ისტორიებზე დაფუძნებული, აგრეთვე ჩემი მეგობრების ბებიების და ბაბუების ისტორიაზეა. ჩემს ბავშობაში თბილისში ოჯახებში რაც მომისმენია, ყველა ისტორიაა თავმოყრილი. ეს არის არა ისტორიული, არამედ ადამიანური დრამა იმ ისტორიულ მონაკვეთში. რაც იმ თაობამ გამოიარა, გავიდა 100 წელი და ახლა ჩვენ უნდა დავამთავროთ მე ამის იმედი მაქვს. ამის შესახებ არის ეს პიესა.
ახალგაზრდები, ახალი სახეები ავარჩიეთ ჩვენი თეატრისთვის. ზუსტად ასეთი ახალგაზრდა ხალხი ქმნიდან მაშინ ამ ქვეყნის ისტორიას, მათ შორის ბაბუაჩემიც რომელიც მაშინ 28 წლის იყო, პარიზიდან ჩამოვიდა, იურისტი იყო. ეხლა ჩვენ უნდა დავასრულოთ მათი დაწყებული საქმე. ამ შეგრძნებით ვდგამთ ამ სპექტაკლს”, – განაცხადა ჭოლამ.