“ბიძინა ივანიშვილს მოკავშირე აღარ ყავს” _ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა აჭარაში რეგულაციების დარღვევით ჩატარდა

ბათუმში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა.. მხარდამჭერებს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაც მოისმინეს, რომელსაც შეხვედრაზე მყოფი ხალხი განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა: _ ბიძინა ივანიშვილს მოკავშირე აღარ ყავს. ჩვენი მოკავშირეა ახლა ხალხი, _ ასე დაასრულა შეხვედრა გიორგი კირთაძემ, რომელიც ღონისძიების ერთ_ერთი წამყვანი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატია. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრა რეგულაციების დარღვევით ჩატარდა _ ბათუმის ბულვარში მყოფ ადამიანებს არც პირბადეები ეკეთათ და არც დისტანცია დაუცავთ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: