ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველომ ჩეხეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში პირველი ქულა აიღო.პირველი ტაიმის მიწურულს “ჯვაროსნები” გიორგი მიქაუტაძემ (45+4′) დააწინაურა – ქართველმა პენალტით გაიტანა და ანგარიში გახსნა. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე პატრიკ შიკმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 1-1.
ამ გამარჯვების შედეგად ვილი სანიოლის გუნდს FIFA-ს რეიტინგში 5.43 კოეფიციენტი მოემატა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ ირლანდია ჩამოიტოვა და 73-ე ადგილზე დაწინაურდა.
შეგახსენებთ, რომ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს ყველაზე ცუდი შედეგი 156-ე ადგილია, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 42-ე პოზიცია გახლავთ.
ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.