ახალი ამბები მსოფლიოდან

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით ნიუ იორკსა და ვაშინგტონში რუსეთის ორთავე სავიზო განყოფილება დაიხურა და შეწყდა ვიზების გაცემა
სამხრეთ კორეამ შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით
ამის მიზეზი პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი და მთელი რიგ ხელშეკრულებებზე ხელმოწერაა
ერთ ერთი მათგანით გათვალისწინებულია რუსეთის მიერ ჩრდილო კორეასათვის მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რადიუსის რაკეტების გადაცემა
სოციალურ ქსელებში მასიური ხასიათი მიიღო უკრაინელთა კამპანიამ (გარკვეულწილად სოციალური ქსელების “ფლეშმობმა”) ასეულ ათასობით ადამიანი წერს საკუთარ ისტორიას თუ როდიდან და რატომ ვერ იტანენ საბჭოთა კავშირს და რუსეთს
ასეთმა ისტორიებმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა
სერბეთმა 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საკუთარი წარმოების საარტილერიო ჭურვი გაყიდა რომელიც საბოლოოდ უკრაინელთა დასახმარებლად იქნა შესყიდული
გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანმა (ვიცე კანცლერი ჰაბეკი) ბრძანა რომ გერმანიისა და ჩინეთის ურთიერთობების გაუარესების ძირითადი მიზეზი ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერაა
პირველად, რუსეთმა, უკრაინის ღამითი სარაკეტო იერიშებისას, თავდასხმები, ამ დილით, აზოვის ზღვის აკვატორიიდან განახორციელა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share