ივანიშვილის მხილება 12 წლის შემდეგ: “ქართველი ხალხის ოცნებები მძევლად ჰყავს აყვანილი”

ივანიშვილის  გუნდი შტატებიდან მორიგ დარტყმებს იგერიებს – “ქართული ოცნება განმარტებებს ამჯერად ჯონ ბასისგან ითხოვს.  სახელმწიფო მდივნის მოადგილის მწვავე კრიტიკის  მოსმენა “ქართული ოცნებისთვის” განსაკუთრებით  მძიმე იყო. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, რომელიც 2012 წელს ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებს უჭერდა მხარს, ახლა ივანიშვილს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს და ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ მას ქვეყნის მიტაცებაში ამხელს.

“ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები ბიძინა ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი” – ამ სიტყვებით სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა პრაქტიკულად ბაიდენის გუნდის  პოზიცია ღიად გამოხატა.

ამას ამბობს დიპლომატი, რომელიც პირადად იცნობს ქართველ ოლიგარქს და ზუსტად იცის, როგორ მოხდა 2012 წელს ხელისუფლების გადაბარება. ახლა ვაშინგტონში ისევ არჩევნებს ელოდებიან, რომელმაც ქვეყნის მომავალი და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებიც უნდა გადაწყვიტოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share