კახეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ბოლო ცნობები სოფელ ალავერდიდან

კახეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარი მანქანაში იჯდა, რა დროსაც ძლიერი ქარი ამოვარდა, რის შედეგადაც წაქცეული ხე ავტომობილს დაეცა, მანქანა
ამოტრიალდა და რამდენიმე ბრუნი გააკეთა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქარიშხლის შედეგად დაზიანდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის შიდა და გარე ტერიტორია, წაიქცა ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ბოძების კაბელები, რის გამოც სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.

ამ დროისთვის ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share