“ივანიშვილი ფაშად ვერ იქნება… უნდა შეიქმნას გამარჯვების კლიმატი არჩევნებამდე ორი თვით ადრე,” – ამის შესახებ “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს.
მელია “რეაქციაში” ამბობს, რომ არჩევნებამდე ამომრჩეველს საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რა ხდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
როგორც მელია ამბობს, ხელისიფლების ქმედებები გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი “სუსტის პოზიციიდან” მოქმედებენ, რადგან რუსეთის მხარდაჭერის გამო ივანიშვილმა ბევრი ამომრჩეველი დაკარგა.
”მთელი საზოგადოება უნდ აიყოს დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს აგებს ხელისუფლება და იგებს ოპოზიცია. სხვა საკითხია, უნდა იცოდეს და მეტი სიცხადე ჰქონდეს მას, ვინ იგებს და ივანიშვილის ხელისუფლების შემდეგ ვინ მოდის. თუმცა წელს ქართული ოცნება ასე უტიფრად იმიტომ კი არ იქცევა, რომ დარწმუნებულები არიან საკუთარ თავებში, ისინი არიან სუსტის პოზიციიდან, მათ სხვა სვლები არ დარჩათ – უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია დისკომფორტი და უნდა დაეფიქსირებინა, რომელ მხარეს დგას – იკავებს დასავლეთის პოზიციას თუ რუსულ პოზიციას, ამ ადამიანმა დაიკავა რუსული პოზიცია,“ – ამბობს ნიკა მელია.