მაშინებს მმართველობა, რომელიც ღიად პრორუსულია – ამაში ვხედავ დიდ საფრთხეს – რულოვსი

”მაშინებს, რომ ახალგაზრდების გადინება გრძელდება, ტერიტორიების ამბავი, მმართველობა, რომელიც ღიად პრორუსულია და ღიად უპირისპირდება ევროპას არაერთხელ – მე ამაში ვხედავ დიდ საფრთხეს. ინვესტორებიც აღარ იყურებიან საქართველოსკენ, არც ტურისტები არ ჩამოდიან, ეს რა თქმა უნდა, კორონასთანაა კავშირში მაგრამ ეს ყველაფერი აღრმავებს იმ შესუსტებული საქართველოს კრიზისს.

თქვენც ალბათ გრძნობთ, რომ რუსული ენა, რუსული გავლენა იგრძნობა. ილექება ეს ტვინში და ბავშვებისთვის ეს ნორმა ხდება. ძალიან რთულია ამის დაბრუნება. ასეთი გრძნობა მაქვს, რომ თავისუფალ ვარდნაში ვართ, როგორც ქვეყანა და გზაში სასწრაფოდ უნდა მოვიგონოთ პარაშუტი” –  ამბობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დროებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share