გომისმთა – ნაფოცხვარას აგარაკი

გომისმთა – ნაფოცხვარას აგარაკი
.
კუროროტი გომის-მთა ადრე ნაფოცხვარას (ნაფოცხვარას აგარაკები) სახელით იყო ცნობილი, ძველ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, ნაფოცხვარას სააგარაკედ გამოყენება გურიის მოსახლეობამ 1897 წლიდან დაიწყო, რასაც მათ შორის 1901 წელს ჟურნალ „კვალში“ გამოქვეყნებული ინფორმაციაც მოწმობს, 1901-1902 წლებში ნაფოცხვარას აგარაკი ოცამდე ფიჭვის სააგარაკო სახლს ითვლიდა სადაც ორასამდე მოაგარაკე ისვენებდა.
.
„ნაფოცხვარა მდებარეობს ქ. ოზურგეთიდგან 16 ვერსის მანძილზე (5 საათის სავალი გზაა) და ეკუთვნის შემოქმედის საზოგადოებას, რომლის ბუნებრივი სიმდიდრე და მოხერხებული მდგომარეობა არაერთხელ აღუნიშნავთ. ამ მთის სიმაღლე 6600 ფუსტს უდრის. სულ ოთხი წელიწადი იქნება რაც ამ ჰაერით სარგებლობენ და რადგან ეს სარგებლობა ძლიერ სასარგებლო დარჩა, მოაგარაკეთა რიცხვი ყოველწლივ მატულობს. ამჟამადაქ ოცზემეტი მშვენიერი ფიჭვის სახლებია 200-დემცხოვრებლებით. ამასთან 40-დე ქართველ მუსულმანთა ქოხებია 500-დემცხოვრებით.
.
სუფთა და მშრალი მთის ჰაერი ნამიან ზღვის ჰაერთან შეზავებულ-შეზომიერებული, ლამაზი, თვალწარმტაცი ბუნება, რომელიც ავათმყოფს სიცოცხლისაკენ იზიდავს და აიმედებს – აი ყველა ის, რაც კარგადმოქმდებს ადამიანის ჯანსაღობაზე… ამ ოთხი წლის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ცივებით ავათმყოფთათვის ამ მთის ჰაერი მეტათ სასარგებლოა.“
.
გაზეთ „ცნობის ფურცელის“ ინფორმაციით 1902 წლის საკურორტო სეზონი ნაფოცხვარაზე ვოდევილებით, კონცერტით და პოეზიით გაუხსნიათ – „წლევანდელმა სეზონმა სწორედ, რომ მშვენივრად ჩაიარა. დიდად ასიამოვნა საზოგადოება ბატონმა გიგინეიშვილმა, რომელმაც მთავრობის ნებართვით ივლისის დამლევს გამართა უფასო წარმოდგენა და კონცერტი. ეს გარემოება იმითია მნიშვნელოვანი, რომ წარმოდგენას დაესწრო ბევრი მაჰმადიანი ქართველი. ითამაშეს ვოდევილები, ასევე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართულ-რუსული სიმღერები.”
.
– ჟურნალი „კვალი“ 1901 წელი #33
– გაზეთი ,,ცნობის ფურცელი,, 1902 წელი
შეიძლება იყოს ბინდი, ბუნება, ჰორიზონტი, ნისლი, ღრუბელი and მთა გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share