ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ნაკრების გამარჯვებას:
„განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი გულშემატკივარი ადგილზე, გერმანიაში და ყველა სხვაგანაც. ჩვენები აჩვენებენ ორგანიზებულობის და ცივილიზებულობის უმაღლეს პილოტაჟს.
ეს არის ნამდვილად შემდგარი ერი და მას ვერავინ დააჩმორებს და ვერ ჩაიდებს ჯიბეში. ეს ის შემთხვევაა, როცა გუნდს და მაყურებელს ერთნაირად სჯერათ საკუთარი ძალების და ერთადაა დაუმარცხებელი – ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ ზუსტად ვიცით!“ – წერს სააკაშვილი.