„აალაპარაკა ამ გუნდმა ყველა, ვისი ალაპარაკებაც შეიძლებოდა,“ – ამის შესახებ სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე „რეაქციაში“ საუბრობს და ეროვნული ნაკრების ისტორიულ მოგებას ეხმაურება.
ცნობილაძის თქმით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დიდი შესაძლებლობები გაეხსნება ევრო2024-ის შემდეგ და ძლიერ გუნდებში გააგრძელებენ თამაშს.
”ამ ჯგუფიდან გასვლას მოჰყვება ის ამბავი, რომ ჩვენი ფეხბურთელები გააგრძელებენ კარიერას კიდევ უფრო მაგარ კლუბებში. ამაზე მაგარი რამ, ამდენი დადებითი რამ არ მომხდარა ამ მოკლე პერიოდში ამ ქვეყანაში დიდი ხანია. ამ ნაკრებმა დაიწყო დანგრევა სტერეოტიპების, რაც იყო გამჯდარი,“ – ამბობს ცნობილაძე.