საქართველოში ელიტები ბლოკავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებს – ო’ბრაიენი

“საქართველოში ელიტები ბლოკავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საუბრობს, სადაც გაიმართა მოსმენა თემაზე „2025 ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტის მოთხოვნა ევროპისთვის“.

ო’ბრაიენის განცხადებით, აშშ-ის დანახარჯების ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხმარდება, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი კონსოლიდაციის ისტორიული მოძრაობა იყო.

“ევროკავშირს შეთავაზებები ჰქონდა ცხრა ქვეყანასთან, როგორც გარკვეული მომავლის მქონესთან ევროკავშირში. ნატოსაც ჰქონდა დისკუსიები ამ ქვეყნების კავშირში გაწევრიანების ან მათთან დაახლოების შესახებ. ასეთი ქვეყნებიდან ზოგიერთში გარკვეულ რეაქციებს ვხვდებით, მაგალითად, საქართველოში, უნგრეთში, თუმცა, უნგრეთი უკვე არის ევროკავშირის წევრი. ასევე, ბოსნიაში და სხვა. აქ ელიტები ბლოკავენ იმ რთული რეფორმების გატარებას, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლადაა საჭირო. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს არ გაგრძელდეს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს, ძალიან აქტიური იყოს ამ ტერიტორიებზე…

საქართველოს კონსტიტუციის “ქართული ოცნების” პარტიის მიერ მიღებულ რედაქციაში წერია, რომ მათ სურთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი იყვნენ. ამ კვირაში ევროკავშირმა და ჩვენც არაერთხელ, საჯაროდ თუ პირისპირ, მივაწოდეთ მესიჯი, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, “უცხოელი აგენტის კანონი”, პორტის კონტრაქტის მინიჭება ჩინური კომპანიისთვის, საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს”, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share