რეჟისორი რობიკო სტურუა “კვირის პალიტრასთან” მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ საუბრობს:
”დღეს ოპოზიცია კარიერისა და ინტრიგნობისათვის იბრძვის. საბჭოთა კავშირი ხომ ვითომ მორჩა 1991 წელს, მაგრამ ის გრძელდება. და ამ “ნაციონალების” პარტიამ უფრო გააზვიადა ეს პარტია. იმავე რელიგიით მოგიყვანთ მაგალითს: – ქრისტიანობამ გადაიტანა ბევრი რთული პერიოდი. დავიწყოთ ვოლტერით, რომელმაც თქვა, რომ ღმერთი არ არის და იგივე გაიმეორა მისმა თაობამ. მაგრამ როცა კვდებოდა, დაუძახა თავის მსახურს და უთხრა: მომიყვანეთ მღვდელიო. და რად გინდა მღვდელიო? იცი რა, იქნებ მართლა არის იქ ვიღაც, მჭირდება რომ მივიდეო…
მერე საფრანგეთის რევოლუციამ რა გააკეთა? ნოტერდამში ინახებოდა იშვიათი რელიკვიები, გაანადგურეს. მხოლოდ რამდენიმე მღვდელმა მოიტაცა ეკლის გვირგვინი ქრისტესი, რომ არ გაეფუჭებინათ ამათ. მერე დაიწყო მარქსიზმი, მერე დაიწყო ლენინი, მერე დაიწყო სააკაშვილი. ეს ერთი გზა არის და იცით მე, ყველაზე მეტად მიყვარდა საქართველოში, როცა ერთმანეთს ვეუბნებოდით – ქრისტიანი ხარ შენ. ეს არ გულისხმობდა რწმენას. ეს გულისხმობდა ჰუმანისტობას, ადამიანობას და ეს გამოთქმა ჩემთვის ეხლაც ძალიან ძვირფასია. შოთას ნათქვამს ოდნავ შევცვლი “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”. მე კი მგონია, რომ ჯერ სულს ავნებს და ამათ უკვე სული დაუავადდათ და მერე გახდნენ ფიზიკურად ავად. და ესენი უკვე ვეღარ შეიცვლებიან. ერთი შანსი აქვთ მხოლოდ, პირდაპირ რუსები უნდა შემოვარდნენ და მერე ეს ოპოზიცია ჩაუვარდება მათ ფეხებში და ავლენ ცეკას მდივნებად… ორი ქვეყანა, რომელიც იცავს დიქტატორებს – ეს რუსეთია პუტინს რომ იცავს და ჩვენები, ქართველები, რომლებიც იცავენ არც ისე ქართველ მიშას. ესენი 30 წელია ცხოვრობენ როგორც უნდათ. ფულებს იპარავენ, იშენებენ სახლებს, აგარაკებს და არ აინტერესებთ არაფერი. მე კიდევ კარგი ფული არ მაქვს და აქ ვერც ვიშოვი. ვსესხულობ, რაღაცებს ვყიდი, თუ იყიდება. წიგნებს არავინ ყიდულობს… აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა: ისინი ოდესმე იცავდნენ კანონს?! დაუკვირდით, რამხელა ბრძოლა გააჩაღეს. თითქოს სულ კანონებზე ფიქრობდნენ. ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი – პარტიელს არ აინტერესებს თვითონ როგორია, მთავარია სხვები იყვნენ ცუდად, სხვებს დაუნგრიონ ბედნიერება. საბოლოოდ ბრძოლა მიდის ფულისთვის. ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების მანძილზე. მე-19 საუკუნეში ყველა პიესაში, ვისაც უყვარს ფული, არ არის ქართველი. და მე-20 საუკუნეში რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა, და ეხლა ესენი ფულის გამო ყველაფერს ჩაიდენენ. ეს უბრალოდ სირცხვილია. არ შეიძლება ფულის გამო სამშობლო ასე გაიმეტო, არ შეიძლება!” – აცხადებს სტურუა.