აჭის-წყლის მაგნეტიტი
.
„სოფელ ნაცხავატევში დამხასიათებელი ქვის ჯიში შეიცავს: მაგნეტიტის მარცვლებს, პლაგიოკლაზს. ამ საერთო მასაში შერეულია მოზრდილი კრისტალები მკრთალი მწვანე ავგიტისა, რომლის დაბნელების კუთხე C:ng 40 გრადუსი. ცოტაოდენი ფსევდომორფოზი სერპენტინისა კალციტით ოლივინის მიხედვით; ამ ქვის ჯიშს შეიძლება ვუწოდოთ ანდეზიტ-ბაზალტი. ამავე სოფელში ხშირად ვხვდებით ანდეზიტებს, რომელნიც შეიცავენ მაგნეტიტებს, პლაგიოკლაზს, მოზრდილ კრისტალებს მკრთალი-მწვანე ავგიტისა, რომლის დაბნელების კუთხე C:ng 41 გრადუსი. მოიპოვება ფსევდომორფოზი ქლორიტისა ამფიბოლის მიხედვით.
.
სოფელი აჭი. საერთო მასა შესდგება მაგნეტიტის მარცვლებისა და პლაგიოკლაზის მიკროლიტებისაგან; მოზრდილიკრისტალები ავგიგიტისა, დაბნელების კუთხე C:ng 43 გრადუსი. ამ ანდეზიტში დამახასიათებელია ანკლავი, რომლის შემადგენლობაა ოლიგოკლაზი.
.
სოფელ ლეხაურში ძველი ციხე გაშენებულია ანდეზიტების ლავაზედ, რომლის ნიმუში ასეთი შემადგენლობსაა: მაგნეტიტის მარცვლები, ავგიტი, ოლიგიკლაზის მიკროლიტები, მოზრდილი ორმაგი კრისტალები ლაბრადორისა, კარლსბადისა და ალბიტის კანონის მიხედვით აგებული. მკრთალი-მწვანე ავგიტი, დაბნელების კუთხე C:ng 41 გრადუსი. ქლორიტიანი ბისილიკატი.“
.
ფრაგმენტი ნოე ყიფიანის – „დასავლეთ საქართველოს გეოლოგიური მასალები“ ჟურნალი საქართველოს მუზეუმის მოამბე 1922 წელი #1
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა