სოფელი ბაილეთი და ბაილეთის ციხე

სოფელი ბაილეთი და ბაილეთის ციხე
.
გურია 1871 წლის 19 აგვისტო – როგორ აღწერს ქართველი პოეტი და პუბლიცისტი მამია გურიელი სოფელ ბაილეთს.
.
“ვეება ტურფა მოწყობილს ეზოში, ორ ეტაჟანი ქვის სახლების ძირას, მარცხნივ მხარეზე გამართული იყო სუფრები ხალხისა და გლახებისათვინ, რომლებთაც უხვად უზიდვიდენ ყოველ ნაირ საჭმელებსა და ღვინოებს; იმათი სუფრები ისეთ ნაირათ იყვნენ დადგმულები, რომ თვითო თვითო სოფლის ხალხი ისხდნენ თვითო გრუპებათ და ყველანი უყურებდნენ ერთმანეთს. არეულები ერთმანეთში ქალები, ყმაწვილები, მოხუცებულები, გლახები, ჭაბუკები, ვაჟკაცები, სხვა და სხვანაირი ტანსაცმელებით, ემსგავსებოდნენ უცხო ყვავილების ბუკეთებს.
.
ჩვენ ე.ი. აზნაურები და სასულიერო წოდება, ვისხედით ზემოთ სახლებში. ამ სახლების გვერდით იქვე აღიმართებოდა მცირე მთა, რომლიც წვეტზედაც სდგას პატარა გალავნიანი კოშკი, წოდებული ბაილეთის ციხეთ, და რამდენიმე სახლები. ფერად მწვანესა და მშვენიერ ირგვლივ შემოხვეულ ტყეებს შუა, მაყურებელს ჰგონია, თითქო ეს კოშკი განგებ იყოს ადამიანის ხელით ასრე კეკლუცად მორთული. სახლების ბალკონიდამ წინ ხედავთ თვალ-უწვდომ სახნავ-სათეს ველებს, რომლებთ საშუალ ადგილას მოიგრიხება კარგი, მოზრდილი სუფსების მდინარე. პირები მისი ღელდეშიან რა სხვა და სხვა ფრის მცენარეებით, აიმედებენ მრავალს სულს კარგი მოსავლით; ამათ ქათიბის ბეწვეულივით არტყია მწვანე ტყეები და ყველანი ესეები წარმოადგენენ სასიამოვნო რამე შესახედაობას.”
.
– გაზეთ „დროება“ 1871 წელი
– ბაილეთის ციხის ნანგრევები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share