ზუსტად ის ფეხბურთი დავაბრუნეთ, რომელიც აკლია თანამედროვე მაყურებელს – ტურაშვილი

“ეს ჩვენი ქართული ფეხბურთის ფენომენი, რომელიც ასეთი ლაღი იყო, რაც ახლა გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა, იმიტომ ვერ დავმშვიდდით, რომ ჩვენ კარგა ხანია არ გვქონია ერთობა მოედანზე, ფეხბურთში ერთად გუნდური წარმატება ასეთი ტიპის არ გვქონია,” – ამის შესახებ დატო ტურაშვილი “რეაქციაში” საუბრობს.

ტურაშვილის თქმით, ეროვნული ნაკრების წარმატებამ მსოფლიო აღაფრთოვანა და ქართველები ფეხბურთმა გააერთიანა.

”ფეხბურთი ასრულებს ერთგვარი ორთქმავლის როლს, დანარჩენი ვაგონები მიყვება ამ ორთქმავალს. მთელი მსოფლიო არის შოკირებული და აღფრთოვანებული იმის გამო, რომ ჩვენ ზუსტად ის ფეხბურთი დავაბრუნეთ, რომელიც აკლია თანამედროვე მაყურებელს, ვისაც ახსოვს ძველი ფეხბურთი, ან ოცნებობს ისეთ ფეხბურთზე, რომელიც კომერციული არ იქნება, მარტო ფულთან დაკავშირებული, დიდ ხელფასთან და მილიონებთან, არამედ სანახაობასთან და დღესასწაულთან, გულთან და ჯიგართან,“ – ამბობს დათო ტურაშვილი.

ტურაშვილის თქმით, წარმატებები უნდა გაგრძელდეს.

”მინდა, რომ ამით კი არ დავკმაყოფილდეთ, ეს იყოს დასაწყისი, რომ ჩვენ მივხვდეთ, რომ ყველაფერში შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული. ოღონდ ასე პერუიოდულად და ეპიზოდურად კი არა, მოვიგეთ 81 წელს, მანამდე დიდიგორი მოვიგეთ, რამდენი საუკუნეა გასული, ყოველ დღე მოვიგოთ დიდგორი და ყველაფერში მოვიგოთ, ყველაფერი ქართული მინდა იყოს გამაოგნებელი, როგორც ფეხბურთის ფენომენი აღმოჩნდა, მთელი მსოფლიო იმიტომ საუბრობს ჩვენზე, რომ სხვა ფეხბურთი შევთავაზეთ, ჩვენ ყველაფერს სხვას შევთავაზებთ, როგორც კი დავაღწევთ თავს რუსეთის იმპერიას, ჩვენ ყველაფერს სხვას შევთავაზებთ,” – ამბობს ტურაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share