ამერიკის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი კონგრესში ჩვენების მისაცემად დაიბარეს. სპეცსამსახურის უფროსმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა მოხდა პენსილვანიაში, როგორ მოახერხა შეიარაღებულმა პირმა საარჩევნო მიტინგის დროს ამაღლებული პოზიციის დაკავება და რატომ ვერ აიცილეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომმ იარაღი, რომლითაც ოცი წლის ახალგაზრდამ ექს პრეზიდენტის მიმართულებით ოთხჯერ გაისროლა, ექვსი თვის წინაა ნაყიდი და ის თავდამსხმელის მამას ეკუთვნის.
მსოფლიო მედია დღეს 40 წლის წინანდელ სროლას იხსენებს – თავდასხმას რეიიგანზე, რომელიც მისი ხელახლა არჩევით დასრულდა. შტატებშიი ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გასროლასაც თავისი ეფექტი ექნება. სისხლიანი სახე, აწეული მუშტი და მებრძოლის იმიჯი პოლიტიკური რეიტინგიის ზრდის წინაპირობად სახელდება.