12-14 ივლისს ქ.თბილისში მძლეოსნობაში 2007-2008-2009 წწ დაბადებულთა შორის საქართველოს ახალგაზრდული პირადი ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსნობის სექციია სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და შინ 4 ოქრო და 2 ვერცხლი წამოიღეს.
I ადგილი
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ოქრის მედალი გიორგი პაკელიანმა ბირთვის კვრასა და ( 5კგ -შედეგი 15მ35 სმ)
ბადროს ტყორცნაში ( 1კგ500გ
46მ25სმ) მოიპოვა.
ასევე ჩემპიონი გახდა ანა მგელაძე ბირთვის კვრასა და ( 3კგ
-შედეგი 11მ 00სმ) უროს ტყორცნაში (4კგ-შედეგი24მ 30სმ)
II ადგილი
რაც შეეხება მეორე ადგილს და ვერცხლის მედალს ის ანა მგელაძემ ბადროს ტყორცნაში ( 1კგ -შედეგი28მ 40 სმ),
ელენე ძიძიგურმა კი ბირთვის კვრაში ( 3კგ-შედეგი 9 მ16სმ) მოიპოვეს.
ოზურგეთელი მძლეოსნები ასპარეზობისთვის მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.