ოზურგეთელი კარატისტების 13 ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირიდან

13 ივლისს ოზურგეთში, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში კემპო კარატეში ღია საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრი საქართველოს კემპოს ეროვნულმა ფედერაციამ და მისმა პრეზიდენტმა ირაკლი ტუღუშმა გამართა, რომელიც ამავდროულად სპორტულ-გააჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ტაეკვონდოს სექციის მწვრთნელია. ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდა 200 სპორტსმენი. ასევე სომხეთის დუკენდოს ფედერაცია.
შეჯიბრის დაწყებამდე საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომელიც ასევე ირაკლი ტუღუშმა ჩაატარა.
ტურნირის გახსნის ცერემონიალის დროს დაჯილდოვდა ყველა ინსტრუქტორი და მწვრთნელი.
გაგაცნობთ სპორტსმენებს,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მოსწავლეები, რომლებიც ტურნირის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ :
🥇 I ადგილი
დავით ღინღაძე – 25კგ ( 2016წ )
საბა ლომთაძე – 21 კგ ( 2016 წ)
მარიამ ლიჩინსკი – 39 კგ ( 2011 წ)
ომარ თოიძე – 71 კგ ( 2010 წ)
ილია ვარდიაშვილი – 69 კგ ( 2015 წ)
ლევან ბოლქვაძე – 75 კგ ( 2007 წ)
ნიკა ჩარიგოგლიშვილი – 27 კგ ( 2016 წ)
ნიტა ჩხარტიშვილი – 23 კგ ( 2017 წ)
ნიკა ჭუმბურიძე – 37 კგ ( 2013 წ)
თემო ბუცხრილიძე – 60 კგ ( 2006 წ)
ნიკოლოზ ერქომაიშვილი – 29 კგ ( 2016 წ)
დანიელ ხუციშვილი – 27 კგ ( 2016 წ)
გვანცა ლომთათიძე – 48 კგ ( 2013 წ )
მწვრთნელები : ირაკლი ტუღუში, დავით სარიშვილი, გიორგი ბერიძე.
,, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ტურნირი ჩავატარეთ. სპირტის ეს სახეობა სულ უფრო პოპულარული ხდება და ბევრი ბავშვი წევრიანდება ჩვენ სექცებში. მადლობას ვუხდით მერიას და სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებას გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის”- ირაკლი ტუღუში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share