”ჩვენ ვართ ის, ვინც ვიდექით ავღანეთში სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ქალების, ირანელი გოგონებისა და სტუდენტების, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსისთვის მებრძოლი უსამართლოდ დაკავებული [ქალების], მამაცი და კვლავ მებრძოლი იეზიდი გოგონების, იულია ნავალნაიას გვერდით. [უნდა ვიდგეთ] მსოფლიო მასშტაბით ყველა იმ ქალის გვერდით, რომელიც აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას ცრემლსადენი გაზისთვის და თან ჩვენს ევროპულ დროშას აფრიალებენ.
ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის – ხალხი გვიყურებს ჩვენ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უარი ეთქვათ პროგრესზე – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუწოდოთ მათ ევროპის ხელი, რადგან ისინი მიჰყვებიან საკუთარ დამსახურებაზე დაფუძნებულ გზას, რომელიც საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შევხვდეთ ამ ახალ სამყაროს და რეალობას. და ერთად, მზად ვიქნებით.” –