“ვიხრჩობით, თუ ჩავაღწევთ არ ვიცით” – მსგავსი განცხადებები ვრცელდება ამ წუთებში სოციალურ ქსელებში ოზურგეთი თბილისის სამგზავრო მატარებლის მგზავრებიდან.
ისინი შველას ითხოვენ:
მეგობარი მგზავრობს ოზურგეთი-თბილისის მატარებლით, ბავშვთან ერთად და ახლა დამირეკა ვიხრჩობით, თუ ჩავაღწევთ არ ვიცითო.
რუსებო, თავად ხომ მოიწყვეთ მილიონებიანი ოფისი, ხალხი მეათეხარისხოვანია ხო?
ადამიანებს სუნთქვა უჭირთ, მაგრამ თქვენ როგორ მიხვდებით, როცა ფეშენებელური სახლებიდან ჰ-კლასის ავტომობილებში გადადჯდებით და ისე მგზავრობთ ხოლმე!
საქართველოს მთავრობის გვერდმა დამბლოკა!
დაბლოკვას ნახავთ თქვენ 26 ოქტომბერს”
წერს ერთ ერთ მგზავრზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, ირმა მგელაძე.