ახალი საარჩევნო კამპანია ძველი გზავნილებით და ძველი სახეებით. ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის განკუთვნილ ადგილებზე ისევ ის ხალხი იჯდა, ვინც წლებია ოლიგარქის გუნდს ერთგულებას უცხადებს. ახალი ამ მხრივ მმართველმა პარტიამ საზოგადოებას ვერაფერი შესთავაზა. ნაწილმა ისევე მდუმარედ დატოვა პრესკონფერენცია, როგორც მივიდა. თუმცა ნაწილს უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწია.
მანანა თოდაძე, რობერტ სტურუა, თათული დოლიძე, ნანული სარაჯიშვილი როინ მეტრეველი და მადონა კოიძემ, პარტიული ღონისძიების წინა რიგებში იყვნენ, არ გამოჩენილან ქეთი დოლიძე და ნინელი ჭანკვეტაძე, ვინც 2012 წლიდან ოცნების ვეტერან მხარდამჭერად ითოვებდა.
რატომ დგანან იმ პარტიის გვერდით, რომელიც ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას უკლავს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლი იყო. ცდილობდნენ ისრები ისევ ევროკავშირისკენ გადაეტანათ, რომელიც ოცნების დიად მიზნებს ვერ აფასებს. კიდევ უფრო რთული იყო ხელისუფლების გამართლება იმ სისასტიკეზე, რომელიც თბილისის ქუჩებში მარტის აქციების დროს ხდებოდა. ზოგი ამბობდა, რომ ახალგაზრდებზე ძალადობის შესახებ არც გაუგია და არც კადრები უნახავს.