“თქვენს ტელევიზიას რომ ვუყურო, მეც გავიქცევი” – მდინარაძე თავშესაფრის მაძიებელებზე “ხუმრობს”

“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია.

მდინარაძემ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაში კრიტიკული მედია დაადანაშაულა.

“თქვენი ტელევიზია რომ ჩავრთო და ერთი ორი კვირა ვუყურო, მეც გავიქცევი გარანტიას გაძლევთ, თუ დავიჯერე რასაც ლაპარაკობთ” – ამბობს მდინარაძე. მისივე თქმით:

“თქვენ ამას ეკონომიკურ პრობლემას უწოდებთ, პრობლემები და გამოწვევები ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, უბრალოდ ამ დროს სტატისტიკა ძალიან ცუდი მოსატანია, გაჭირვებული ადამიანი რომ გიყურებს და შენ სტატისტიკაზე ელაპარაკები შეიძლება ბოლომდე მართალი არ იყო, მაგრამ მაინც რეალური მონაცემები უნდა უთხრა”,- თქვა მამუკა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share