„არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, თუმცა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა, რადიკალურმა ცვლილებამ საგარეო კურსში, რისი მომსწრენიც გავხდით, მიმაღებინა მონაწილეობა,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ დამფუძნებელი ნინი შენგელია საუბრობს და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესვლას განმარტავს.
როგორც შენგელია ამბობს, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებამ და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გადააწყვეტინა პოლიტიკურ ველზე გააქტიურება.
”ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავქვს ის კომპეტენცია, რომ ნამდვილად შევიტანოთ ჩვენი წვლილი დემოკრატიის განვითარებაში საქართველოში და დავუბრუნდეთ იმ კურსს, რა კურსიც ყოველთვის გვქონდა და ვიგრძნოთ ტავი ისევ იმ დიდი ოჯახის წევრად,“ – ამბობს ნინი შენგელია.