გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად ლიონს შეუერთდა. ფეხბურთელმა “ლიონთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ვიდეორგოლი და ფოტო საფეხბურთო კლუბმა გაავრცელა.
23 წლის ქართველმა ფორვარდმა ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერის საბოლოო დეტალების დაზუსტებას ელოდა.
“მეცი” ტრანსფერში ბონუსების გარეშე 18.5 მილიონ ევროს მიიღებს.