კამალა ჰარისი – ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ

არჩევნების დღემდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანო ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი“, – აღნიშნა ჰარისმა.

მან ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

„ამერიკელი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს მისი არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მისი შესანიშნავი მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მემკვიდრეობას, რომლებიც ორი ვადით იმსახურეს“, – აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ბაიდენი ამერიკელ ხალხს და ამერიკას ყველაფერზე მაღლა აყენებს.

„ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია მოვიპოვო და მოვიგო კანდიდატად წარდგენა. გასული წლის განმავლობაში მე ვმოგზაურობდი მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვესაუბრებოდი ამერიკელებს ამ მნიშვნელოვან არჩევნებში მკაფიო არჩევანზე. ეს არის ის, რასაც გავაგრძელებ მომდევნო დღეებში და კვირებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური „პროექტ 2025“-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე 107 დღე გვაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ჰარისმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას „დემოკრატების“ კანდიდატად წარდგენას.

 

კამალ დევი ჰარისი (ინგლ. Kamala Devi Harris; დ. 20 ოქტომბერი1964ოკლენდიკალიფორნია) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის წევრი. აშშ-ის სენატორი კალიფორნიიდან (2017 წლიდან). აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2020 წლის არჩევნებზე. კალიფორნიის გენერალური პროკურორი 20112017 წლებში. 2021 წლის 20 იანვარს დაიკავა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. იგი არის პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.

2024 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ, კამალა ჰარისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გაუსვა, რომ „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

ბიოგრაფია

კამალა ჰარისი იმიგრანტების შვილია (მისი სახელი სანსკრიტის ენაზე „ლოტოსის ყვავილს“ ნიშნავს). დედა — შამალა გოპალანი წარმოშობით ინდოელია. მამა — დონალდ ჰარისი ეკონომიკის პროფესორია, წარმოშობით იამაიკიდან. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც კამალა ხუთი წლის იყო[2]. კამალას უმცროსი და მაია ჰარისი, იურისტი, ჰილარი კლინტონის გუნდის წევრი იყო, მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კამალა არასწრულწლოვანი იყო დედამისი, შამალა გოპალან-ჰარისი ასწავლიდა მაკგილის უნივერსიტეტში და თავის დასთან ერთად ცხოვრობდა დედასთან მონრეალში

კამალა ჰარისმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, შემდეგ კი მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტის ჰასტინგსის კოლეჯში და მუშაობდა ალამიდის ოლქის პროკურორის თანაშემწედ.

პროფესიონალური კარიერა

2003 წელს აირჩიეს სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურორად და ეს თანამდებობა ეკავა 20042011 წლებში. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მაშინ, როდესაც მან უარი თქვა დევიდ ჰილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნაზე, რომელიც ბრალდებული იყო პოლიციელ ისააკ ესპინოზას მკვლელობაში. კალიფორნიის სენატორებმა ბარბარა ბოქსერმა და დაიან ფეინშტაინმა და შემდეგ გენერალურმა პროკურორმა ბილ ლოკერმა დაგმო მისი გადაწყვეტილება, ხოლო ოკლენდის მერმა ჯერი ბრაუნმა დაიწყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება, მაგრამ დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.

2010 წელს აირჩიეს კალიფორნიის გერნერალურ პროკურორად და 2011 წელს შეუდგა მოვალეობის შესრულებას. გახდა პირველი აფრო-ამერიკელი და აზიური წარმოშობის ადამიანი და მეორე ქალი ამ თანამდებობაზე. 2014 წელს აირჩიეს მეორე ვადით.

2017 წლიდან აშშ-ის სენატის წევრია კალიფორნიის შტატიდან.

2019 წლის 21 იანვარს გამოაცხადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ2019 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის არჩევნების ოფიციალურ დაწყებამდე სამი თვით ადრე, კამალა ჰარისის რეიტინგი იყო 3 %2020 წლის 8 მარტს ჰარისმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებდა მისი კამპანიის დასრულების შესახებ და მოუწოდა თავის მომხრეებს, მხარი დაუჭირონ ჯო ბაიდენის კანდიდატურას

2020 წლის 11 აგვისტოს გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ძირითადი პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჰარისი დაიკავებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2021 წლის 20 იანვარს. იგი იქნება პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე და მეორე ფერადკანიანი ჩარლზ კურტისის შემდეგ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share