კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) გამოაქვეყნა კვლევა “კავკასიის ბარომერტი” 2024, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. ეს მონაცემი ყოველწლიურად იზრდება:
კვლევისას გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა დაასახელა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ მტრად, გამოკითხულთა 2%-მა – თურქეთი, 1%-მა სომხეთი.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მეგობარს, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია, 8%-ის აზრით აზერბაიჯანი, 7% პასუხობს, რომ უკრაინა, 4-4% თურქეთსა და გერმანიას.
2% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი რუსეთია, იგივე პროცენტული მაჩვენებლები აქვთ სომხეთსა და საფრანგეთს. გამოკითხულთა 1-1% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ჩინეთი და ისრაელია.
გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ საქართველოს მეგობარი არც ერთი ქვეყანა არაა.
2024 წლის “კავკასიის ბარომეტრი” საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1,509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.