შსს ყოფილი მაღალჩინოსანი ორმოში ჩავარდა – მას ნეკნის მოტეხილობა აქვს

ოზურგეთში დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო სამი ადამიანი ავტოკატასტროფაში მოხვდა-მათგან ერთ ერთი დაშავდა

გუშინ, ქალაქ ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გურიის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამირან მამალაძე, დაშავდა.

როგორც რედაქციას თვითმხილველებმა გვაცნობეს, “ტოიოტა პრადოს” მარკის ჯიპი, რომლითაც მამალაძე გადაადგილდებოდა, ჯერ ორმოში ჩავარდა, შემდეგ კი ამოყირავდა.

მამალაძეს ნეკნი აქვს მოტეხილი, მისი ორი თანამგზავრი კი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევა გუშინ, ადრე დილით, ქალაქ ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სუოპერმარკეტ “გრანდ გურიას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share