პირველად ისტორიაში – აშშ-ს ოლიმპიური მედროშე კალათბურთელი კაცი იქნება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნითი ცერმონიის მზადების პროცესში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მედროშე ლებრონ ჯეიმსი იქნება.

ჯეიმსი გახდა აშშ-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი კაცი, რომელიც ამერიკულ დელეგაციას წინ გაუძღვება.

წელს აშშ-ს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე 2 მედროშე ეყოლება, ერთი კაცი და ერთი ქალი. ვინ შეუწყვილდება ლებრონ ჯეიმსს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადისთვის ვარსკვლავური შემადგენლობით ემზადება და მათ შორის გუნდის 39 წლის კაპიტანი ლებრონ ჯეიმსიცაა. ამერიკელები პარიზში ოქროს მედლის დაცვისთვის მიდიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share