არჩილ გურიელი-ჭყონია მეუღლესთან, ჰელენა რუბინშტეინთან ერთად.ჰელენა რუბინშტეინი – კოსმეტიკური იმპერიის Helena Rubinstein Incorporated-ის დამფუძნებელი.
წყვილი 1938 წელს დაქორწინდა.არჩილ გურიელი-ჭყონია – დაბადებული საქართველოში 1895 წლის 18 თებერვალს, გარდაცვლილი ნიუ-იორკში 1955 წლის 21 ნოემბერს,რომლის თავადის წოდების ბუნდოვანი პრეტენზიები გამომდინარეობდა იქიდან რომ ის დაიბადა აზნაურ ჭყონიას ოჯახში.ბებიამისი გურიელების შთამომავალი იყო, ამიტომ ბებიის გვარი საგანგებოდ, ღირსების მომატებისათვის დაუწყვილა თავის გვარს.არჩილ გურიელი-ჭყონია იყო 23 წლით უმცროსი ჰელენაზე.რუბინშტეინს სურდა სამეფო ტიტულის მოპოვება და ცოლად გაყვა ლამაზ, ახალგაზრდა მამაკაცს. არსებობს მოსაზრება, რომ ქორწინება მარკეტინგული ნაბიჯი იყო,რის შემდეგაც ჰელენა რუბინშტეინი საკუთარ თავს ელენა პრინცესა გურიელს უწოდებდა.ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ წარმატებული ერთობლივი ბიზნესი შექმნეს და საფუძველი ჩაუყარეს “Gurieli Apothecary”-ის ხაზს. უშვებდნენ ძვირადღირებულ კოსმეტიკას ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. პარიზის სალონს ხელმძღვანელობდა გურიელის და მარიამ ჭყონია, რომელიც კოკო შანელის ქუდების მოდელიორი იყო.წყვილი ბოჰემურად ცხოვრობდა, ჰქონდათ საერთო ჰობი – ბრიჯი. გურიელი შესანიშნავი მოთამაშე იყო და ხშირად სოლიდურ თანხებსაც იგებდა. მათი ოჯახი სტუმართმოყვარეობითა და ხელგაშლილობით გამოირჩეოდა. არჩილ გურიელი–ჭყონია კარგი გარეგნობის, მანერებისა და უშუალობის წყალობით ახალ მეგობრებს სწრაფად იძენდა. მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან: ჯანეტ მაკდონალდთან, ეროლ ფლინთან, გრეგორი პეკთან, ერნესტ ჰემინგუიესთან, ჯეიმს ჯოისთან.საინტერესოა არჩილ გურიელ–ჭყონიასა და სალვადორ დალის მეგობრობა.მხატვარმა ჰელენა რუბინშტეინისა და არჩილ გურიელ-ჭყონიას პორტრეტები შექმნა: “ჰელენა რუბინშტეინი – კლდეზე მიჯაჭვული ქალი – პრომეთე” და “არჩილ გურიელი–ჭყონია ჩაქურაში”. გურულ ჩაქურაში გამოწყობილი არჩილ გურიელ–ჭყონიას პორტრეტი მთებისა და მიჯაჭვული ამირანის ფონზეა დახატული, ზუსტად ისე, როგორც გურიელმა აღუწერა დალის საქართველო.არჩილ გურიელ–ჭყონიასთან მეგობრობის გამო სალვადორ დალი თბილად იყო განწყობილი ქართველების მიმართ. ამის დასტურია ერთი შემთხვევა: ორი ქართველი სტუდენტი (ზოგიერთი წყაროს ცნობით, მძარცველი) თურმე სალვადორ დალის სახლის კედელზე გადამძვრალა. ისინი დაცვამ დააკავა, ხმაურზე დალი გამოვიდა და როცა გაიგო, რომ ქართველები იყვნენ გურიელის ხსოვნის საპატივცემულოდ შინ შეიპატიჟა ისინი.არჩილ გურიელი–ჭყონია 1955 წელს მანჰეტენზე გარდაიცვალა, ეს მძიმე დარტყმა იყო ჰელენასათვის, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 10 წელი იცოცხლა. არჩილ გურიელ–ჭყონიას შთამომავლობა არ დარჩენია, მთელი მისი ქონება, საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ჰელენას მფლობელობაში გადავიდა.ჰელენა რუბინშტეინი გარდაიცვალა 1965 წლის პირველ აპრილს ბუნებრივი სიკვდილით და დაკრძალულია მაუნტ-ოლივერის სასაფლაოზე კვინსში.1973 წელს The company Helena Rubinstein, Inc. გაიყიდა Colgate Palmolive-ზე, და დღეს ეკუთვნის L’Oréal-ს.
ფოტოზე: არჩილ გურიელი-ჭყონია მეუღლესთან, ჰელენა რუბინშტეინთან ერთად.გადაღების თარიღი უცნობია.
ლევან ურუშაძის კოლექცია.
ეროვნული ფოტომატიანე