“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი “დღის ამბების” ეთერში ბიძინა ივანიშვილს “უხეირო დიქტატორს” უწოდებს და აცხადებს, რომ “ივანიშვილს უხეირო დიქტატურის დამყარება სურს“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ კრიტიკულ მედიაზე თავდასხმა და მათი ფუნქციონირების შეზღუდვა რუსული კანონის ამოქმედებას ადასტურებს.
”ეს არის რუსული კანონი მოქმედებაში. ივანიშვილის დაანონსებული საქართველო. ისინი არ აპირებენ ხელისუფლების დათმობას. უხეირო დიქტატორი აპირებს, რომ უხეირო დიქტატურაში გვაცხოვროს საქართველოს თითოეული მოქალაქე. მას დაანონსებული აქვს ამ კანონის მიღების შემდგომ, რომ კანონის მოქმედება ნიშნავს ყველა თავისუფლების კუნძულის ამოძირკვას. ოპოზიციურად განწყობილ, ან ადამიანები, რომელიც საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ, ასეთი ადამიანების წმენდა არის დაწყებული. ივანიშვილს სურს უხეირო დიქტატურის დამყარება. ის უხეირო დიქტატორია”, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.