ხანძარი ქობულეთში – დაიწვა 2 სახლი

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ორივე საცხოვრებელი რომან ჯინჭარაძეს ეკუთვნოდა. ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

მათივე განცხადებით ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს, დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა პირადი ნივთებიც.

დაზარალებულები  დროებით  მეზობლებთან რჩებიან, თუმცა  როგორც მერიაში ამბობენ, ოჯახის სურვილის შემთხვევაში ქირით გაიყვანენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share